თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსთაველები ჯართის გადამამუშავებელ ქარხანა „ჯეოსტილს" (GeoSteel) ჰაერის დაბინძურებაში ადანაშაულებენ და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ქარხანა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, გარემოს მუდმივად აბინძურებს. მათ წერილობით მიმართეს კომპანია „ჯეოსტილს", მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ამასთან, კომპანიაში უარყოფენ რუსთაველების ბრალდებას და ამტკიცებენ, რომ ქარხანა გამწმენდი დანადგარებით არის აღჭურვილი.
„გავიგუდეთ!" — სამოქალაქო აქტივისტებმა, საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად, სოციალურ ქსელში ამ დასახელების გვერდი შექმნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურების დონეს ქალაქ რუსთავში მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებში ამოწმებს. ამის გამო ქარხანა აქტიურად მუშაობს ღამის საათებში და არასამუშაო დღეებში. ამასთან დაკავშირებით ჰაერის სისუსფთავეს დღეღამის განმავლობაში შეამოწმებენ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა „ჯეოსტილი" უკვე ორჯერ დააჯარიმეს. ბოლო შემოწმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.