დადგა დრო: გაარღვია თუ არა ფაშინიანმა თბილისში „მოჯადოებული წრე"

დროა ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის შუამავლისა და „მესამე მხარეების" ფაქტორების გარეშე აეწყოს.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. დროა საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებებმა ორმხრივი ურთიერთობები შუამავლების გარეშე განავითარონ, განაცხადა სომხეთში საქართველოს პირველმა ელჩმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა გიგლა ბარამიძემ თბილისში ვიდეოხიდის მიმდინარეობისას.

ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი, რომელიც სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში პირველ ვიზიტს მიეძღვნა, „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

„ის, რომ ფაშინიანის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა, ბევრ რამეზე მეტყველებს. საქართველოში მას მოუთმენლად ელოდნენ. დროა შუამავლების გარეშე ავაწყოთ პოლიტიკა", — განაცხადა ბარამიძემ.

ეს შემთხვევითი არაა – ფაშინიანი საქართველოში თავის პირველ ვიზიტზე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს და სომხეთის ხელისუფლებები მხოლოდ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ლაპარაკობენ, თუმცა ქვეყნების ურთიერთობები, პრაქტიკულად, წინ არ მიიწევს — ერევანში არ იციან, როგორც ცხოვრობს თბილისელი და პირიქით, აღნიშნა ექსპერტმა.

ბარამიძემ იმედი გამოთქვა, რომ ფაშინიანი თავისი ვიზიტით გაარღვევს ქართულ-სომხური მეგობრობის ამ „მოჯადოებულ წრეს".

სომხეთის სახელმწიფო აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ექსპერტმა საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანმა ასევე აღნიშნა, რომ რიტორიკა ერევანსა და თბილისს შორის ბოლო ათწლეულია არ იცვლება.

„სომხეთის ახალმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ განსაკუთრებულ ადგილს საგარეო პოლიტიკაში მეზობელ საქართველოსთან და ირანთან თანამშრომლობას მიანიჭებს. ეს რეგიონული მიმართულების განვითარებაზე მეტყველებს", — განაცხადა მელიქიანმა ვიდეოხიდის მსვლელობისას.

ექსპერტმა ვიზიტის უმნიშვნელოვანესი ასპექტი უწოდა საქართველოს რეგიონში — სამცხე-ჯავახეთში ჩასვლას, სადაც სომხური ეროვნების მოსახლეობა ჭარბობს. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ორი ქვეყნის ხელისუფლებები სიფრთხილით ეკიდებოდნენ ამ რეგიონში ჩასვლას, რადგან ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებული იყო.

ფაშინიანი თბილისში: როგორ შეხვდა სომხური დიასპორა სომხეთის პრემიერ-მინისტრს

„ფაშინიანი განაცხადა, რომ ურთიერთობებზე მესამე ძალებმა ზეგავლენა არ უნდა იქონიონ. სამცხე-ჯავახეთი გამაერთიანებელი ხიდია და არა გამყოფი და აღიკვეთება ორმხრივ ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მცდელობები ჯავახეთის ფაქტორის გამოყენებით", — განაცხადა მელიქიანმა.

სომხეთის დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი 30 მაისს დაიწყო.

სომხეთის პრემიერი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საქართველოში სომხური თემის წარმომადგენლებს.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა სამახსოვრო დაფის გახსნა, რომელიც სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს ეძღვნება.

ვიზიტის მეორე დღე ფაშინიანმა ქართველ მეწარმეებთან შეხვედრით დაიწყო. შემდეგ სომხეთის დელეგაცია სომხურ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ „ოვანეს თუმანიანის სახლს" ეწვია.

დაგეგმილია სომხეთის პრემიერის შეხვედრა საქართველოში სომეხ ბიზნესმენებთან, ასევე 14:00 საათზე დაიწყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტი.