თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კიევში მოკლეს რუსეთის მოქალაქე, ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი, რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომ დაღუპული — ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკოა, იუწყება РИА Новости.
„საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევიდა შეტყობინება: ქალმა საკუთარი მეუღლე საწოლში დასისხლიანებული ნახა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ზურგში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. დაღუპული რუსეთის მოქალაქეა, 1977 წელს დაბადებული, ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი“, — ნათქვამია უკრაინის შსს-ს განცხადებაში.
ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი გავიდა.
ბაბჩენკო იყო სამხედრო კორესპონდენტი „მოსკოვსკი კომსომოლეცში“, და „ახალ გაზეთში“, თანამშრომლობდა „პირველ არხთან“ და ТВЦ-თან. კიევში ტელეარხ ATR-ზე პროგრამა Prime: Бабченко მიჰყავდა.