თბილისში ნატურალური პროდუქტების ბაზრობა გაიმართება

კიტრისა და პომიდვრის მურაბა, ალკოჰოლური სასმელები ხილისა და ბოსტნეულისგან - ამ ყველაფერს ქართველი ფერმერები ღონისძიების სტუმრებს შესთავაზებენ.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ნატურალური ორგანული ქართული პროდუქციის მესამე ბაზრობა თბილისში 3 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე.

ბაზრობა იმართება პროექტ „გემოვანის“ ფარგლებში, რომელიც 80 ქართველ მწარმოებელს აერთიანებს.

სკანდალი ღვინის გრადუსით: „ბადაგონის" საქმე შეწყდა

ამჯერად გასტრონომიულ ბაზრობას თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ უმასპინძლებს.

პროექტის მთავარი მიზანი ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის ნატურალური, ქართული ტრადიციული წესით წარმოებული სურსათის მიწოდებაა. სასურსათო ბაზრობაზე 70-მდე ფერმისა და მეურნეობის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ქართველი მწარმოებლები წარმოადგენენ იშვიათ პროდუქტებს: კიტრისა და პომიდვრის მურაბას, უშაქრო ტკბილეულობას, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს ხილისა და ბოსტნეულისგან, აგრეთვე მრავალფეროვან ხორცისა და რძის ნაწარმს, მათ შორის ქართული ყველის უამრავ სახეობას.

Esquire: ქართული ღვინო საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულშია >>

ორგანიზატორთა თქმით, ზაფხულში ყოველკვირეული ბაზრობის გამართვა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე იგეგმება. ერთ-ერთი ლოკაცია, სავარაუდოდ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იქნება.