პარლამენტთან აქცია #FreeAfgan გაიმართა

აქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლისთავს მიეძღვნა.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ქუთაისში, პარლამენტის წინ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მუხთარლი თბილისიდან გასული წლის მაისის ბოლოს გაუჩინარდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის დაკავებულია და ბაქოში იმყოფება. იქ მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში ბაქოს სასამართლომ მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

მასმედია საქართველოში უფრო თავისუფალი გახდა

ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. საქართველოს შსს-მ „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

აქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლისთავს მიეძღვნა.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად თავზე შავი ტომრები ჩამოიცვეს, რომელზეც დატანილი იყო წარწერა #FreeAfgan. აქციის მონაწილეებმა საქმის დროული გამოძიება და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

აფგან მუხთარლის სკანდალური განცხადება და რეაქცია საქართველოდან

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნათია თავბერიძემ განაცხადა, რომ საქმეს ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს ადამიანის უფლებების დაცვის თუ კანონის უზენაესობის კუთხით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ჩვენს მოთხოვნებში, ეს არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, თუ მოქალაქეობის არქონისა“, – განაცხადა ნათია თავბერიძემ.

მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მის მხარდასაჭერად აქციები არაერთხელ გამართეს.

მუხთარლის დაპატიმრებას რეაქცია უცხოეთშიც მოჰყვა. დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ევროპის საბჭო, საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახური და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

აზერბაიჯანში მასმედიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე და მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღო.