ბათუმის ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა

მეპატრონემ ორი ძაღლი ალიკაპის გარეშე სასეირნოდ გამოიყვანა, რის გამოც ინცინდენტი მოხდა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ბათუმის ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც დაშავებული სტრესული მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანა, იუწყება პირველი არხი.

თვითმხილველთა განცხადებით, მეპატრონემ ორი ძაღლი ალიკაპის გარეშე სასეირნოდ გამოიყვანა, ერთ-ერთმა კი მოულოდნელად გამვლელ ქალს უკბინა.

ცოფიანმა ძაღლმა კახეთში ადილობრივი მოსახლეობა და ცხოველები დაკბინა

ბულვარის ტერიტორიაზე ალიკაპის გარეშე ძაღლების სასეირნოდ გამოყვანა აკრძალულია. ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა მეპატრონე 20 ლარით დააჯარიმა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულვარში ძაღლმა ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს უკბინა, თუმცა მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

წამლავენ თუ არა თბილისის ქუჩებში ძაღლებს >>

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ გაავრცელა. ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ შესაბამისმა უწყებამ ბულვარის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების დაჭერის უკანონო ბრძანება კომახიძისგან მიიღო.