წამლავენ თუ არა თბილისის ქუჩებში ძაღლებს

© Sputnik / Levan Avlabreliძაღლები, რომლებსაც პაველ ჯურაევი პატრონობს
ძაღლები, რომლებსაც პაველ ჯურაევი პატრონობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ქუჩაში მკვდარი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში მოუწოდა „ცხელ ხაზზე“ დარეკოს

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ კატეგორიულად უარყო ქალაქში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის მთავრობის სამსახურების წარმომადგენლები ქუჩებში ყრიან მომწამვლელ ნივთიერებებს, რომელთა გამო ცხოველები იხოცება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირაში თბილისის რამდენიმე რაიონში დაახლოებით ათი ძაღლი დაიხოცა.

„თბილისის მერია ყველა იმ ადამიანის აქტივობას მიესალმება, რომელიც ქალაქის განვითარებისა და არსებული პრობლემების მოგვარების საკითხშია ჩართული. ჩვენ ძალიან ღია ვართ და მივესალმებით ნებისმიერ მსგავს აქტივობას, თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი სამსახური მსგავს საქმიანობას არ ახორციელებს“, — განაცხადა ბითაძემ.

მაიმუნი ბათუმის ზოოკუთხეში - Sputnik საქართველო
ბათუმის ზოოკუთხეში ცხოველები იხოცებიან

მისი თქმით, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი ბრიგადები გამოკითხეს და არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში ცხოველების დახოცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„ჩვენ ასევე, გაგებით ვეკიდებით იმ ადამიანების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელთა ცხოველებიც დაიხოცნენ. როგორც ვიცი, უბნების მიხედვით, დაახლოებით, ორ-სამ-ოთხ ფაქტთან არის დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რის შესახებაც, ვფიქრობთ, რომ ექსპერტების დასკვნას უნდა დაველოდოთ. ამასთან, ძალიან მინდა თითოეულ ადამიანს ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, — აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მან მოუწოდა ყველას, ვინც ქუჩაში მკვდარ ცხოველს დაინახავს, მერიის „ცხელ ხაზზე“ დარეკოს.

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, — განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისში მცენარეთა მოვლის საგაზაფხულო სამუშაოები ჯერჯერობით არ დაწყებულა. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ამ სამუშაოების დროს არ გამოიყენება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ცხოველებისათვის საშიში შეიძლება იყოს, ხაზგასმით აღნიშნა მერის მოადგილემ.


ყველა ახალი ამბავი
0