ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი თევზაობისას დაიღუპა

მამაკაცი ელექტროსაჭერით თევზაობდა და, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშიაზე თევზაობისას ახალგზარდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება სამეგრელოდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ტრაგედია თევზაობისას ბათუმში - დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეზე ელექტროსაჭერით თევზაობდა და, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. უბედური შემთხვევა 27 მაისს მოხდა.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ე მუხლით („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“).