თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ხობის ამორტიზებული კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასრულებულია, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ხობის კულტურის სახლში შეიცვალა სცენა, მოეწყო მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, შიდა და გარე ინტერიერი. დამონტაჟდა განათების, გათბობის, წყლისა და უსაფრთხოების სისტემები.
კულტურის სახლი საზეიმო ვითარებაში ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.
ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარით დაფინანსდა.