თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე გელა ქარდავას, კრიმინალურ წრეებში ცნობილს, როგორც გელა გალსკის, ბელარუსის სასამართლომ საერთო რეჟიმის კოლონიაში სამი წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.
ქარდავა 2018 წლის იანვარში მინსკის ეროვნულ აეროპორტში დააკავეს. 44 წლის კრიმინალმა ავტორიტეტმა დაკითხვისას დაადასტურა საკუთარი კრიმინალური სტატუსი და განაცხადა, რომ სტამბულში „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მისაღებად წასვლას გეგმავდა.
მანამდე ქარდავა ნასამართლევი არ ყოფილა, და ეს მისი პირველი პატიმრობაა. ორგანიზებულ დანაშაულთან ბელარუსმა მებრძოლებმა დამამტკიცებელი ბაზა შეკრიბეს და საქმე სასამართლომდე მიიყვანეს.
სასამართლომ ქარდავას განაჩენი გამოუტანა. მას ბრალი წარედგინა ბელარუსის სსკ-ის 380-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტების დამზადება, გამოყენება ან გასაღება).
განაჩენის გამოტანისას მოსამართლე აღკვეთ ღონისძიების ვადასთან დაკავშირებით პროკურორის პოზიციას დაეთანხმა. ეს არის მაქსიმალური ვადა, რომელსაც იმ მუხლის სანქცია ითვალისწინებს, რომლითაც „კანონიერი ქურდი“ გაასამართლეს.
სომხური ბანკის მძარცველი საქართველოში დააკავეს >>
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ათი დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს.
ცნობილია, რომ ქარდავა „კანონიერ ქურდად“ 22 წლის წინ აღიარეს და ეს არის მისი პირველი ნასამართლეობა.