ბურჯანაძე: მომავალმა პრეზიდენტმა უნდა გაბედოს მოსკოვში წასვლა

პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, იყრის თუ არა კენჭს არჩევნებზე, განმარ6ტა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალო პრეზიდენტი
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც გაბედავს ლაპარაკს აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, მიაჩნია პარლამენტის ექს-სპიკერს, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობას“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. 2009 წლიდან შვეიცარია ასრულებს ქვეყნებს შორის შუამავლის როლს. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ინტერესების სექცია მუშაობს. საქართველოს ინტერესების დამცველი ანალოგიური სექციაა გახსნილი მოსკოვში.

თბილისში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეაფასეს

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების გარდა, მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

„საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, ვინც გაბედავს, აფხაზებსა და ოსებს დაელაპარაკოს; ვინც გაბედავს პირდაპირ ჩავიდეს მოსკოვში და პირველივე თუ არა, მეორე ვიზიტზე მაინც რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ამასთან მან აღნიშნა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუ არჩევნებს აზრი ექნება.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო სამი არჩევნები არჩევნები ნამდვილად არ არის. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა და დაიწერა ციფრები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აწყობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, არა უმნიშვნელო, მაგრამ აქაც კონკრეტული ციფრები დაიწერა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კარასინი: რუს ტურისტებს შორის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება

მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხის სურვილიდან გამომდინარე გააკეთებს.

„ამის გარკვევა შეხვედრების დროს ხდება, თუ რა განწყობები აქვთ ადამიანებს, არიან თუ არა ისინი პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად, თუ იმას არიან შეგუებულნი, რომ ქვეყანა ჯიბეში ერთმა მდიდარმა კაცმა ჩაიდოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კვირიკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა >>

გასულ კვირაში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ნატრობს იმ დროს, როდესაც რუს ლიდერს დაელაპარაკება“.

მოისურვებს თუ არა მარგველაშვილი კენჭისყრაში მეორე ვადით მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.

ამჯერად ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილებას აპირებენ ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სანდრო ბრეგაძე (მოძრაობა „ქართული მარში"), პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.