ევროკომისიაში საქართველოს მხარდაჭერის სამუშაო ჯგუფი შეიძლება შეიქმნას

ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა ევროპარლამენტის ფრაქცია „ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი“
Sputnik

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის საქმეების კომიტეტი ევროკომისიაში შეიტანს წინადადებას საქართველოს მხარდაჭერის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, იუწყება РИА Новости ევროპარლამენტის მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

ევროკომისიამ 2014 წელს უკრაინის მხარდაჭერის სპეციალური ჯგუფი შექმნა (SGUA), რომელშიც ევროკავშირის ინსტიტუტების და წევრი ქვეყნების სხვადასხვა დარგის ექსპერტები შედიან, რომლებიც რეფორმების საკვანძო საკითხებში უკრაინის ხელისუფლებას კოორდინაციას და საკონსულტაციო დახმარებას უწევენ.

ევროპარლამენტმა საქართველოს 45 მლნ ევრო გამოუყო

ჯგუფის შექმნის შესახებ წინადადება, უკრაინაზე მსგავსი ჯგუფის ანალოგიურად, ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმების რეალიზაციის თაობაზე დასკვნის განსახილველ პროექტშია შეტანილი.

დასკვნის პროექტში ფრაქცია „ევროპელი მწვანეები — ევროპის თავისუფალი ალიანსი“ მიერ შეტანილი ცვლილება მოიცავს „ევროკომისიისადმი მოწოდებას განიხილოს საკითხი საქართველოს მხარდაჭერის ჯგუფის შესახებ, რომელიც უკრაინისათვის შექმნილის ანალოგიური იქნება“.

ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა სავალდებულო ხდება >>

საქართველოს ხელისუფლება მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ნატოსა და ევროკავშირში წევრობას ასახელებს. 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, ხოლო გასული წლის მარტის ბოლოს შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი მოიპოვა.