მსოფლიოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები საკუთარ ოსტატობას ბათუმში დახვეწენ

რუსული კინემატოგრაფის ოსტატები კინოსკოლის მონაწილეებს სემინარებს ჩაუტარებენ
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო კინოსკოლა „თანამეგობრობა“ მოსწავლეებს ბათუმში მესამედ უმასპინძლებს, აუწყა „Sputnik-საქართველოს“ კინოსკოლის მენეჯერმა ნინო წითლანაძემ.

22-დან 27 მაისამდე საკუთარ უნარებს 14 ქვეყნიდან 50 კინემატოგრაფისტი გაიუმჯობესებს.

ტაძრამდე მიმავალი გზა…>>

თოჯინათა და ნორჩ მაყურებელთა ბათუმის სახელმწიფო თეატრში 23 მაისს გახსნის ცერემონია გაიმართება.

რატი წითელაძის გამარჯვება კანში და გულისტკივილი

კინოსკოლის ფარგლებში წელს ორი სემინარი ჩატარდება — რეჟისორებისა და სცენარისტებისთვის. სემინარებს გაუძღვებიან ცნობილი რუსი რეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები ალექსეი გერმან-უმცროსი, ალექსანდრ კოტი, არტურ ვებერი და სხვ.

კინოსკოლის დახურვამდე გამოვლინდება გამარჯვებულები სემინარების მონაწილე მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის. საკონკურსო პროგრამის გარდა, კინოსკოლის ფარგლებში ჩატარდება მასტერ-კლასები, დისკუსიები, მრგვალი მაგიდა.

კინოსკოლის მონაწილეები და ორგანიზატორები ახლახან გარდაცვლილი ბაადურ წულაძის ხსოვნას პატივს მიაგებენ და მიუძღვნიან მას საღამოს, რომელზეც მსახიობის მონაწილეობით ფილმის ჩვენება გაიმართება.

კინოსკოლას რუსეთის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა აკადემიის წევრი ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდას კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო სკოლა 2016 წელს შეიქმნა და თანამეგობრობის ქვეყნების საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის მხარდაჭერით იმართება.