თბილისში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ ჩამოიშალა

ჩამოშლილი სახლიდან ყველა მცხოვრები ოფიციალურად გაყვანილი იყო, თუმცა ოჯახების ნაწილი რეალურად ავარიულ შენობაში ცხოვრებას განაგრძობდა.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ვარკეთილში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი ავარიულია და მისი მცხოვრებლები რამდენიმე თვის წინ სხვა სახლებში უკვე გადაანაწილეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მაინც ავარიულ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მაშველები მუშაობენ.