თბილისი, 18 მაისი — Sputnik. რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 11 წლის ბიჭი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღეს მე-17 მიკრორაიონში მოხდა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.
„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია“, – განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამ დროისთვის კომაში იმყოფება.
შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.