მუნიციპალური ავტობუსების მუშაობის საათები „მუზეუმების ღამეს“ გახანგრძლივდება

დედაქალაქის მერია „მუზეუმების ღამეს“ ორ დროებით მარშრუტს დანიშნავს
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. „მუზეუმების ღამის“ მხარდასაჭერად თბილისის მერიამ მუნიციპალური ავტობუსის 30 მარშრუტის სამუშაო საათების გახანგრძლივება გადაწყვიტა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მუზეუმების ღამე — საერთაშორისო აქციაა, რომელიც მუზეუმის საერთაშორისო დღეს ეძღვნება (18 მაისი), რომლის დროს სამუზეუმო ექსპოზიციების დათვალიერება ღამით იქნება შესაძლებელი. საქართველოს მუზეუმები დამთვალიერებლისთვის 19 მაისს საღამოს გაიხსნება და ღამის პირველ საათამდე იქნება ღია. ექსპონატების დათვალიერების გარდა, სტუმრებს სხვადასხვა კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ.

დედაქალაქის ქუჩებში პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდა

თბილისის ავტობუსები ახალი გრაფიკით 19 მაისის საღამოდან 20 მაისის ღამის 01:30 საათამდე იმოძრავებენ. შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები. 

გარდა ამისა თბილისის მერია დანიშნავს ორ დროებით მარშრუტს, რომელიც მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დროებითი მარშრუტები 19 მაისის საღამოდან 20 მაისის 01:30 საათამდე იმუშავებს.

ერთი დროებითი მარშრუტი 19 მაისს 18:00 საათზე ამოქმედდება. ავტობუსი იმოძრავებს ჩოლოყაშვილის გამზირიდან (კუს ტბის ასახვევი) ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით.

თბილისის მერია ახალ ავტობუსებს შეიძენს >>

ხოლო 21:30 საათიდან, მეორე მარშრუტზე, „დინამო არენადან“ გორგასლის ქუჩამდე წრიული მარშრუტი ამოქმედდება. ავტობუსი გაივლის აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირებს, გმირთა მოედნის გავლით მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, პუშკინის ქუჩიდან გორგასლის ქუჩაზე გაუხვევს და კრწანისის მოედანზე უკუმიმართულებით მობრუნდება.