საქართველოს მოსახლეობას ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვევენ

საქართველოში შემოწმდება სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარება და შემუშავდება გეგმა მოსახლეობის სპორტული აქტიურობის ამაღლების მიზნით
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაახმოვანა მთავრობის გეგმები მოსახლეობაში სპორტული აქტიურობის ამაღლების კუთხით, რომელიც დღეისათვის ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

ნარკოტიკი ღვინო არ არის – იუსტიციის მინისტრი კატეგორიულია >>

საქართველოს ხელისუფლება ადრეც აცხადებდა, რომ ნარკოტიკების მოხმარებას ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა დაუპირისპიროს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ქვეყანაში გახდეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი…  ეს მაჩვენებელი დღეიდან 3 წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და ევროპულ მაჩვენებელს მივუახლოვოთ. ეს არის ჩვენი გეგმა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

კახა კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გახდება საქართველოში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა გახდება.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის შეჭირვებული მოსახლეობისთვის.

„უახლოეს დროს მოხდება შეფასება, დაიდება გეგმა თუ რა გვჭირდება. სექტემბრიდან დაწყებული, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტირებაზე გადავალთ, შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებით, პრიორიტეტიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სხვა დონეზე ეს აისახება ბიუჯეტში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.