დიდ დიღომში ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

შემთხვევა თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოსთან მოხდა
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. დიდ დიღომში ორ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

თბილისის ცენტრში თივით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოსთან მოხდა, სადაც მწყობრიდან გამოსული ორივე ავტომობილი იდგა.

„სამართალდამცველები მეორე ავტომობილის მეპატრონეს ეძებდნენ. ეს მანქანა არაა, დაშლილია, მწყობრიდან არის გამოსული და არაფერი ღირებული მანქანას არ ჰქონია, მეორე ავტომობილის შესახებ არაფერი ვიცი", — განაცხადა ერთ-ერთი ავტომობილის მეპატრონის მეუღლე ნინო ხარიტონაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილების აალება ელექტროსადენებმა გამოიწვია. საბედნიეროდ, ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანების ან განადგურება") დაიწყო, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.