ცოლის ცემისთვის სასჯელი – ექვსთვიანი პატიმრობა

თბილისში მამაკაცმა მეუღლე ხალხმრავალ ადგილზე სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

ოჯახში ძალადობისთვის შსს-ს ორ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 23 იანვარს მამაკაცმა მეუღლეს ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა მიყენებული დაზიანებებისგან გონება დაკარგა, თუმცა მამაკაცი მაინც აგრძელებდა მის ცემას. ქალს სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს.

მას ბრალდება სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ("ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი"), რაც ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 80-დან 180 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.