თბილისი, 8 მაისი — Sputnik. უცნობმა პირებმა ბათუმში ღამით დააზიანეს ორსართულიანი მატარებელი Stadler-ი — ვანდალებმა მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული ინციდენტი. „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება.
„ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“, — აღნიშნულია განცხადებაში.
რკინიგზის ინფორმაციით, მომხდარის გამო მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30-ზე გამოვიდა.