თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგად ავტობუსი ამოყირავდა.
პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვია. ასევე დაშავდა ათი ადამიანი.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.