ტაქსის მძღოლების საყურადღებოდ! შემოდგომიდან თბილისში ლიცენზიები დაწესდება

პარლამენტმა დაადგინა ტაქსის მძღოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღების თარიღი.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ტაქსის მძღოლებს 1 ოქტომბრიდან სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობას აუკრძალავს.

ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები არასწორ ადგილზე გაჩერებისთვის დაჯარიმდებიან >>

გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს თბილისის მერიას 1 ოქტომბრამდე საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობები, ნებართვის გაცემისა და გადახდის წესი, ვადა და გაცემის ფასი.

„ეს მტკივნეული პროცესი იქნება": კალაძე ტექდათვალიერებაზე

სალიცენზიო წესების დარღვევის შემთხვევაში ტაქსის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება. ხოლო მგზავრთა უნებართვო გადაყვანა 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ტაქსის მძღოლს ჯარიმის ორმაგი ოდენობის საურავის გადახდა მოუწევს.

კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა.