როგორ წყალს ვსვამთ – თბილისში №15 საბავშვო ბაღი დაიკეტა

აღმზრდელობითი პროცესი იმ დრომდე შეჩერდა, ვიდრე ცნობილი არ იქნება ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგები.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისის №15 საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდა, რადგან ონკანიდან დაბინძურებული წყალი მოდიოდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვითარება საბავშვო ბაღებში: თბილისის 33-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, 2 მაისს, დღის მეორე ნახევარში დაბინძურებული და მღვრიე წყალი არა მარტო საბავშვო ბაღში, არამედ მთლიანად დიდუბის რაიონში მოდიოდა. წყლის დაბინძურების მიზეზი უცნობია. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ წყალგანამაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის სპეციალისტები დაუყოვლებლივ გამოიძახა, რომლებმაც წყლის ნიმუშები აიღეს.

თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის არსაზრდელები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ>>>
ამ დროისთვის წყალი სუფთაა და ბაქტერიოლოგიური შემოწმება მიმდინარეობს. ვიდრე ლაბორატორიული კვლევების შედეგები არ იქნება ცნობილი, აღმზრდელობითი პროცესი ბაღში არ აღდგება.
აღსაზრდელებს დაბინძურებული წყალი არ დაულევიათ, გარდა ამისა, აღნიშნული წყლით არც საჭმელი მომზადებულა, განაცხადეს უწყებაში.