ვინ დაჭრა „თავისუფლების მოედანზე" 20 და 29 წლის ახალგაზრდები – დამნაშავეები დააკავეს

დამნაშავეებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდები ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან" მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის ცენტრში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

ინციდენტი თბილისში 1 მაისს, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე უცნობმა პირებმა 20 და 29 წლის მამაკაცები ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიყენებული და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

სამართალდამცველებმა დამნაშავეები — 18 წლის ახალგაზრდები ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა"), რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.