მილიარდიან ბაზარზე გასვლა - ჩინელები საქართველოში ახალ სერიალს გადაიღებენ

ზაფხულში საქართველოში გადაიღებენ ჩინურ სერიალს კენ ლითი მთავარ როლში
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში პირველად გადაიღებენ ჩინურ სერიალს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა დავით ვაშაძემ.

სერიალის გადაღება, რომლის სახელწოდებაა „ნიღაბი“ და რომელშიც მთავარ როლს ჩინეთში ცნობილი მსახიობი კენ ლი შეასრულებს, ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

ქართული სამზარეულო ჰოლივუდის რეჟისორის ფილმში >>

დეტექტივის გადაღებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება. 

„ჩვენ ძარღვებში ღვინო ჩქეფს" – ამერიკელებმა საქართველოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

პროექტი ითვალისწინებს თანხის 25%-ის დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებებისას დახარჯეს.

„კენ ლი — ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მსახიობია ჩინურ კინობაზარზე, რომლის აუდიტორია მილიარდ ადამიანს აღემატება“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ ვაშაძემ.

მან ისაუბრა ჩინურ ბაზარზე საქართველოს გასვლის მნიშვნელობაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბაზარია.

„ჩვენი დელეგაციის ვიზიტისას პეკინში, საერთაშორისო ფესტივალ Tiantan Award-ზე, სადაც ჩვენ ფილმებს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად, ჩვენ დავრწმუნდით ჩინური კინოინდუსტრიის უზარმაზარ პოტენციალში და ჩინურ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გასვლის მნიშვნელობაში. ჩვენი კოლეგები დაინტერესდნენ ურთიერთობათა განვითარების და საქართველოს ტერიტორიაზე კინოპროექტების გადაღებების პერსპექტივით“, — განაცხადა ვაშაძემ.

სერიალის გადაღებები შედგება თბილისსა და ბათუმში, ასევე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე.