თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტმა ლიზი ბუდაღაშვილმა ასტანაში ახალგაზრდა კომპოზიტორების პირველ საერთაშორისო კონკურსზე „სამალი“ მეორე ადგილი დაიკავა, ნათქვამია ბუდაღაშვილის Facebook–გვერდზე.
სამი მუზის მსახური პატარა ქალბატონი>>>
გოგონას რომანსმა, რომელიც ტენორმა ფორტეპიანოს აკომპანიმენტით შეასრულა, ჟიურის აღიარება მოიპოვა.