რუსი ბიზნესმენები საქართველოს ეცნობიან

თბილისში კონფერენციაზე „საქმიანი თანამშრომლობის დღეები“ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან
Sputnik

რუსეთის და ბელარუსის ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო გააცნეს, მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყნის წამყვან პოზიციებზე მსოფლიო რეიტინგებში ბიზნესის კეთების სიმარტივით და პოტენციური ინვესტორებისთვის არსებულ პრივილეგიებზე.

უცხოელი ბიზნესმენები მონაწილეობენ კონფერენციაში „საქმიანი თანამშრომლობის დღეები“, რომელიც ორგანიზებულია დამსაქმებელთა ასოციაციისა და მწარმოებელთა ფედერაციის მხარდაჭერით. ღონისძიება 27 აპრილამდე გაგრძელდება.

Forbes-ის რეიტინგი: საქართველომ კვლავ გაუსწრო მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს

რატომ საქართველო?

კონფერენცია გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ აგლაძემ.

„საქართველო აზიისა და ევროპის საზღვარზე მდებარეობს. აქ ძალიან საინტერესო სატრანსპორტო გზები გადის. გვაქვს პირდაპირი რკინიგზა ჩინეთთან და ლონდონთან, რადგან ახლახან გაიხსნა აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული რკინიგზა, რომელსაც აზიიდან ევროპის კარიბჭეს უწოდებენ“, — განაცხადა აგლაძემ.

მისი თქმით, საქართველოშიო ინვესტირების კიდევ ერთი მიზეზია ეფექტური და კორუფციისგან თავისუფალი მთავრობა.

„საქართველომ გადალახა ის ბოროტება, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში არსებობს — ეს არის კორუფცია. საქართველოში ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. იყო ცალკეული შემთხვევები, თუმცა აღკვეთეს და მკაცრად მოსთხოვეს პასუხი“, — ხაზგასმით აღნიშნა აგლაძემ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმენებისთვის საქართველო მიმზიდველი ხდება ლიბერალური სავაჭრო რეჟიმებით ევროპასთან, თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან და ჩინეთთან.

ქართული ეკონომიკის აღმაფრენები და ჩავარდნები >>

„ყველაფერი, რაც წარმოებულია წარწერით „დამზადებულია საქართველოში“, განბაჟების გარეშე შეიძლება მიეწოდებოდეს ამ ქვეყნებში, ამიტომ სხვა ქვეყნების კერძო სექტორისთვის საქართველო თავისი წარმოებების გასახსნელად არის მიმზიდველი“, — აღნიშნა აგლაძემ.

კონფერენციაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან. წელსაც აქ შეიკრიბა სანათი მოწყობილობების, შეკიდული ჭერის კონსტრუქციების, ალუმინის კაბელების მწარმოებლები და სხვ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სრულყოფილი ამოქმედების თარიღი ცნობილია

პირველად ღონისძიებას ესწრებოდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, თუმცა არა საქართველოს მხრიდან. კომპანია „წყალტუბო ექსპრესის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჩიხრაძემ ისაუბრა, რატომ არის მომგებიანი თანხების დაბანდება ტურისტულ სექტორში, კერძოდ კურორტ წყალტუბოს აღდგენასა და რეკონსტრუქციაში.

„დღეს წყალტუბოს ტერიტორიაზე 14 სასტუმრო და სანატორიუმია. ჩვენი მთავრობა, მათ შორის ქალაქის, აგვარებს საკითხებს, რათა რაც შეიძლება მალე აშენდეს სახლები იმ ჩამოსახლებულთათვის, რომლებიც ახლა ძველი სანატორიუმების ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რათა ეს სანატორიუმები შემდეგ გასაყიდად გაიტანონ“, — განაცხადა ჩიხრაძემ.

ამგვარად, წყალტუბო ელოდება ინვესტორებს, რომლებიც ამ ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენენ.

კონფერენციის ფარგლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრები რუს ბიზნესმენებთან გაიმართება. სტუმრები დაათვალიერებენ თბილისის სამშენებლო მოედნებს და თბილისის და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 

ინვესტიციები საქართველოში