გარდაიცვალა რუსი მსახიობი ნინა დოროშინა

თეატრ „სოვრემენიკის“ მსახიობს გული გაუჩერდა
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. რუსეთის სახალხო არტისტი, ერთ-ერთი მთავარი გმირი ფილმში „სიყვარული და მტრედები“ (Любовь и голуби) ნინა დოროშინა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია თეატრ „სოვრემენიკის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დოროშინა საკუთარ სახლში, 20 აპრილის ღამეს, გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

გარდაიცვალა რუსი მსახიობი ოლეგ ანოფრიევი >>

„ქალბატონი ნინა ბრწყინვალე მსახიობი იყო, რასაც არამარტო მისი თეატრალური ნამუშევრების მაყურებლები დაადასტურებს, არამედ მთელი ქვეყანა. ფილმის „სიყვარული და მტრედები“ გამოსვლის შემდეგ ის ნამდვილი ეროვნული გმირი გახდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

მსახიობთან გამოთხოვების თარიღსა და დროზე მოგვიანებით გამოცხადდება, აღნიშნეს თეატრში.