ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა ქალს „ზებრა“ გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა

დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თამარ მეფის გამზირზე ახალგაზრდა ქალბატონი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

მძიმე დღე: საქართველოში რამდენიმე ავარია მოხდა

შემთხვევა  თბილისში დღეს დილით, 09:00 საათზე მოხდა. INFINITI –ის მარკის ავტომობილი „ზებრა“ გადასასვლელზე ქვეითს დაეჯახა. 

დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.