ისესხე იმდენი რამდენსაც გადაიხდი - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

ახლო მომავალში არასაბანკო სექტორი ფიზიკურ პირებზე სესხებს შემოსავლების დაუდასტურებლად ვერ გასცემს.
Sputnik

საბანკო და არასაბანკო სექტორი ვალდებული იქნება მხოლოდ იმ ოდენობის სესხი გასცეს, რომლის მომსახურების შესაძლებლობაც მსესხებელს აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს შესაბამის დოკუმენტზე — პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნვეყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს. სებ-ის განმარტებით, დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობა  ფიზიკური პირების ნაწილში საკრედიტო დავალიანების სწრაფმა ზრდამ განაპირობა, ეროვნულმა ბანკმა დოკუმენტის სამუშაო ვერსია უკვე მოამზადა, მისი საბოლოო ვარიანტის ინიცირება კი კერძო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ იგეგმება. რეგულაცია შეეხება ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც 20-ზე მეტი სესხი ექნება გაცემული.

ვისაც ქონება „აწუხებს“ და ბანკში ჯერ არ შეუვლია...

საბანკო და არასაბანკო სექტორისთვის მსგავსი რეგულაციის შემოღებას დადებითად აფასებს საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე, 
„კარგია თუ ეროვნული ბანკი შემოიღებს რეგულაციას, რომელიც აუკრძალავს ბანკებსაც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც თვითონ გადაწყვიტონ ვის რამდენი სესხი დაუმტკიცონ. სესხების მოცულობა პირდაპირ უნდა იყოს მიბმუ;ლი ადამიანების შემოსავალზე“-აღნიშნა დავით კიკვიძემ “Sputnik- საქართველოსთან” საუბრისას.
მისი თქმით,  კომერციულ  ბანკებს ადრეც ჰქონდათ და ახლაც აქვთ განსაზღვრული რაღაც მინიმალური კოეფიციენტები, რომლის მიხედვითაც ამტკიცებენ სესხებს, ეს დამოკიდებულია მსესხებლის ოფიციალურად დადასტურებულ შემოსავალზე, თუმცა ეს  ბანკების შიდა პოლიტიკის ნებაყოფლობითი დოკუმენტია და არა საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული რეგულაცია.
„ამ რეგულაციის შემოღებით ჯერ ერთი ავირიდებთ ფიზიკური პირების  ჭარბვალიანობას, რადგან,  ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები უბრალოდ დაუფიქრებლად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სესხი აიღონ და მისი მომსახურება მეორე ხარისხოვნად მიაჩნიათ და მეორე — იქიდან გამომდინარე რომ მოქალაქეებს ექნებათ იმდენი ვალდებულება, რამდენის მომსახურებასაც შეძლებან, შეამცირებს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობას და ესეც მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა ექსპერტმა.
ეკონომიკაზე „გამწყრალი“ საბანკო სექტორი, ანუ პოლიტიკას „შეწირული“ საქმე...

ეკონომისტ ვეფხია გიორგაძისთვის გაუგებარია რის საფუძველზე შემოაქვს ეროვნულ ბანკს ეს რეგულაცია, როცა 2018 წლის მარტის მდგომარეობით ვადაგადასული სესხების ოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდან შედარებით 55 მლნ ლარით არის შემცირებული.
„ეროვნუკლი ბანკის მიერ ამ ახალი რეგულაციის შემოღება უფრო საბანკო ოლიგოპოლიის დაკვეთის შესრულებას ჰგავს, ვიდრე საჭიროებას. რადგან ეს რეგულაცია პირვგელ რიგში კომერციულ ბანკებს აწყობთ“, — აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik- საქართველოსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, თუ ახლა არარეგულირებადი არასაბანკო სექტორი სესხებს შემოსავლების ყოველგვარი დადასტურების გარეშე გასცემს, რეგულაციების შემოღების შემდეგ ვალდებული იქნება მსესხებლისგან სათანადო დოკუმენტაცია მოითხოვოს, რასაც კომერციული ბანკი ითხოვს. მაშინ მისგან სესხება ფიზიკური პირითვის არამომგებიანი გახდება, თუ რა თქმა უნდა საპროცენტო განაკვეთი არ იქნება ბანკთან შედარებით უფრო დაბალი.  ასევე, კომერციულ ბანკებს აღელვებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების  მზარდი ბაზარი, რომელმაც წინა წელს 6% შეადგინა. რადგან ისინი  მეტად მოქნილები არიან.
ვინ და რატომ გააძრო პავლეს ტყავი? ანუ მოვალეზე „თავდადების“ ფასი...

ეკონომისტის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად არასაბანკო სექტორს ის ფიზიკური პირები მიმართავენ, რომლებსაც  შემოსავლების დადასტურება უჭირთ.
რაც შეეხება პრობლემური სესხების ოდენობის კლებას, ვეფხია გიორგაძის თქმით ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მოსახლეობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს.
2018 წლის მარტის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტმა ჯამში 21 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 3 მილიარდი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.