საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის შენობასთან პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში დღეს გარდაცვლილებს იხსენებენ

მინისტრთან ერთად  2008–1990–იან წლებში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც.

„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი თავგანწირვის მაგალითით, გვაძლიერებენ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისთვის ჩვენს ქვეყანაში“, — აღნიშნა ლევან იზორიამ.

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის შენობასთან პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.