თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რუსეთის ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს სამი ბავშვი და ქალი დაიღუპა, 26 ადამიანი დაშავდა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
მანამდე РИА Новости იუწყებოდა, რომ სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში ოთხი ბავშვი დაიღუპა. ხანძრის ფართობი უკვე 1500 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
„ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ, მათ შორის სამ ბავშვზე და ერთ ქალზე, რომლებიც ხანძრის მომენტში ბავშვთა გასართობ ოთახში იმყოფებოდნენ, ასევე 26 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გარდა ამისა, წინასწარი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრის ორ დარბაზში ჭერი ჩამოინგრა“, — განაცხადა მან.
ჯანდაცვის რეგიონალურ დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბოლო მონაცემებით, კემეროვოს სამედიცინო დაწესებულებებში 22 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 9 ბავშვი. დაშავებულების უმრავლესობა წვის პროდუქტებით მოიწამლა.