შუახევში დაკარგული 14 წლის ბიჭის ცხედარი მდინარეში იპოვეს

მოზარდი 20 მარტს, საღამოს გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში დაკარგული 14 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჩირუხისწყალში დღეს, დილით იპოვეს, იუწყება ტელეკომპანა Imedi.

ზუგდიდში მოზარდი დაჭრეს

მოზარდი 20 მარტს, საღამოს გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.

სამძებრო ოპერაციებში, რაშიც ადგილობრივებიც იყვნენ ჩართული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 ჯგუფი მონაწილეობდა.

14 წლის მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა") მიმდინარეობს.