რიკოთზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა: ერთი ადამიანი დაიღუპა

სატვირთოს მძღოლი მიღებული მრავლობითი დამწვრობებისგან დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სატვირთოს მძღოლი დაიღუპა რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2). 

არსებული ინფორმაციით, ტრაილერი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, ამასთან ერთად მას ცეცხლი გაუჩნდა.

რატომ ხდება კახეთის გზატკეცილზე ყველაზე ხშირად ავტოავარიები

სატვირთოს მძღოლი მიღებული დამწვრობებისგან დაიღუპა.

ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.