ჰორმონალური ფონის დარღვევა და მისი გარეგნული სიმპტომები

ხშირად ეჭვიც არ გვაქვს, რომ ჩვენ ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი ირღვევა და გვიკვირს, რატომ ჩამოგვეკიდა თვალის უპეები, ან რატომ მოვიმატეთ ან დავიკელით წონაში. რა სიმპტომებით ვლინდება ჰორმონალური ბალანსის დარღვევა ორგანიზმში.
Sputnik

ჰორმონალური წონასწორობა ძალზე ფაქიზი რამაა და ის შეიძლება დაირღვეს როგორ ბუნებრივი მიზეზების გამო, ისე გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შედეგად.

ამას გარდა, ჰორმონალური ფონის დარღვევა შეიძლება მეტყველებდეს ეგზოკრინული და ენდოკრინოლოგიური ჯირკვლების მუშაობის შეფერხებაზე.

„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

აკნე

თუ უვლით კანს და მაინც გაწუხებთ ეს პრობლემა, შესაძლოა მიზეზი სწორედ ჰორმონალური ფონის დარღვევა იყოს.

გამონაყარი კანზე ქალებში შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისმა ჰიგიენამ, ცუდმა კვებამ, მენსტრუალური ციკლის ფაზებმა; მაგრამ ხშირად ეს სწორედ ჰორმონალური ფონის დარღვევას უკავშირდება.

წონის მატება

წონის უმიზეზოდ მატებას ასევე შეიძლება ჰორმონალური ფონი ედოს საფუძვლად.

თუ აკონტროლებთ კვებას, იცავთ დიეტას და მაინც იმატებთ წონაში, ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება ჰორმონებში იმალებოდეს. ჰორმონალური ფონის დარღვევამ შეიძლება ასევე დააბრკოლოს წონის მატება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის პრობლემა ზედმეტი სიგამხდრეა. 

სანამ დიეტაზე გადახვალთ: ოთხი ძირითადი და აუცილებელი გამოკვლევა მეტი ეფექტისთვის

დაღლილობა

თუ ხშირად გაწუხებთ სისუსტე, დაღლილობა, ესეც, შესაძლოა, ჰორმონალური ფონის დარღვევას უკავშირდებოდეს.

საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელი ხშირად იწვევს ძილის ხარისხის გაუარესებას. შეიძლება ადამიანს 8 საათი ეძინოს, მაგრამ მაინც უმიზეზოდ თავს დაღლილად გრძნობდეს. ამგვარი სისუსტის მიზეზი შეიძლება ჰორმონი პროგესტერონი იყოს.

ოფლიანობა

ჰორმონალური ფონის დარღვევის კიდევ ერთი ნიშანია მოჭარბებული ოფლიანობა. ოფლიანობა კიდევ სხვა მიზეზებმაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ მაინც ჯობს, შეამოწმოთ თქვენი ჰორმონები, განსაკუთრებით, თუ ოფლიანობის დროს სიცხის შეგრძნება გაქვთ.

შიმშილობის პლუსები და მინუსები

შავი წრეები თვალების ქვეშ

თუ თვალის უპეები ჩამოგეკიდათ ან შავი წრეები გაგიჩნდათ თვალებქვეშ, ამ დროს ყურადღების მიქცევა ჰორმონებზე ნამდვილად ღირს. 

ეს ხშირად ასევე ძილის დარღვევას უკავშირდება. ქრონიკული უძილობა შეიძლება იყოს მამაკაცებში ტესტოსტერონის და ქალებში პროგესტერონის დეფიციტის შედეგი.

დეპრესია

ჰორმონალური ფონის დარღვევა ასევე იწვევს დეპრესიას. როგორც წესი, ის ქალებს მენსტრუალური პერიოდის წინ, ორსულობისა და მენოპაუზის დროს აწუხებს. ამ დროსაც პრობლემის მიზეზი შეიძლება სწორედ ჰორმონები იყოს.

მკერდის ცვლილება

ესტროგენების დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს მკერდის რბილი ქსოვილების სიმკვრივის შემცირება, ხოლო ამ ჰორმონის რაოდენობის მომატებას – მკერდის რბილ ქსოვილებში კვანძების გაჩენა. ორივე შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა

თმის ცვენა

თუ თმის ცვენა დაგეწყოთ და ამ პრობლემას ვერანაირი საშუალებით ვერ წყვეტთ, სცადეთ ჰორმონალური ბალანსის გამოკვლევა – თმის ცვენა კიდევ ერთი ნიშანია ამ ფონის დარღვევისა.

თმის გაძლიერებული ზრდა

ზოგიერთი ჰორმონის რაოდენობის ზრდამ შეიძლება თმის ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ქალებს შეიძლება გაუჩნდეთ მუქი ფერის თმა მკერდზე, ხელებზე, სხეულის სხვა ნაწილებში, სადაც წესით ის არ უნდა იყოს.

ეს შეიძლება ჰორმონალური ბალანსის დარღვევაზე მეტყველებდეს და იმაზე სერიოზული პრობლემა იყოს, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომ ნუ დატოვებთ ამას უყურადღებოდ.