ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ გაუსაძლის პირობებზე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემები აღიარა.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს, დროებით ახალი მმართველი უხელმძღვანელებს, ნათქვამია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Специальная группа мониторинга в психиатрической больнице имени А. Каджая

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა საავადმყოფოს დათვალიერებისას პრობლემები აღმოაჩინეს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე თერაპიული კუთხით. კერძოდ, საავადმყოფოს მთელი ინვენტარი ძველი და გამოუსადეგარია, დაცული არ არის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ შექმნილ ვითარებას პაციენტების ღირსების შემლახავი უწოდა და ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

რამდენი ექიმი სჭირდება საქართველოს - კვლევის შედეგები

ჯანდაცვის უწყებამ სახალხო დამცველის შენიშვნაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებით შექმნილი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი პირადად გაეცნო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას და დროებითი მართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, სპეციალისტების ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

„რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის შექმნა იმ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე მოხდა, რომლის თანახმად, მოცემულ დაწესებულებაში გარკვეული ტიპის პრობლემები არსებობს. ეს სამუშაო ჯგუფი სწორედ ამ პრობლემების ადგილზე გასაცნობად, მონიტორინგის განხორციელებისა და სწრაფი რეაგირებისთვის შეიქმნა", — განაცხადა სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის უფროსმა ლაშა კილაძემ.

Специальная группа мониторинга в психиатрической больнице имени А. Каджая

სპეციალური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობითაა დაკომპლექტებული.

სამინისტროს ინფორმაციით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები 2017 წელს ჩატარდა.

საავადმყოფოში ამბულატორიული მკურნალობისთვის ყოველთვიური ბიუჯეტი 7 ათასი ლარით გაიზარდა და 12 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება სტაციონარულ მომსახურებას, მისი ყოველთვიური ბიუჯეტი 10 ათასი ლარით გაიზარდა და თვეში 150 ათასი ლარი შეადგინა.