თბილისი, 7 მარტი — Sputnik. შუა ხნის ქალი რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ქალის ცხედარი ოთხშაბათს, დღის პირველ ნახევარში ნახეს.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი კისრის არეში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. რომელი იარაღით არის მიყენებული ჭრილობა, ჯერჯერობით უცნობია.
მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიცია მეზობლებსა და ოჯახის წევრებს კითხავს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.