თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტს ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
„დაახლოებით ორი საათის წინ, ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ გზა უახლოეს პერიოდში გაიწმინდოს და მოძრაობა დროულად აღდგეს“, — განაცხადა სარიშვილმა.
დასავლეთ საქართველოში ამინდი 3 მარტს გაუარესდა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გურიის სოფლები. ძლიერმა ქარმა ასევე პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც, სადაც 40-მდე სახლი დააზიანა.