„წითელ ხიდზე“ არომატიზებული თამბაქოს კონტრაბანდა აღკვეთეს

ბრალდებულმა საქონელი ავტომობილში მოწყობილი სამალავის მეშვეობით შემოიტანა.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე არომატიზებული თამბაქოს კონტრაბანდის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში თამბაქოს ნაწარმის უკანონო რეალიზების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

ბრალდებულმა სასაზღვრო–გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის'' გავლით MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით საზღვარზე არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო გადმოიტანა. 

საქონლის საბაჟო ღირებულება 6 725 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“) და ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.