თბილისში ძლიერი ნისლის გამო ავიარეისები გადაიდო

ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტში სტამბულის, მიუნხენისა და თეირანის მიმართულებით სამი ავიარეისი გადაიდო.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო სტამბულის (Turkish Airlines), მიუნხენის (Lufthgansa) და თეირანის მიმართულებით (Qeshm Air) სამი ავიარეისი არ შესრულდა, იუწყება „Sputnik–საქართველო" აეროპორტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ქართული აეროპორტები საჰაერო ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავენ

„გადადებული ავიარეისების გარდა, ორი თვითმფრინავი, რომლებიც კიევიდან თბილისში მოფრინავდნენ, ქუთაისის აეროპორტში დაეშვა. მათგან ერთი თბილისში უკვე ჩამოფრინდა, მეორე კი ქუთაისიდან თბილისში უახლოეს დროში გამოფრინდება", — განუცხადეს სააგენტოს აეროპორტის პრეს-სამსახურში.

კიევიდან ავიარეისებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (MAU) ახორციელებენ.

ამ დროისთვის თბილისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.