ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ეწვივნენ

ამერიკელი კონგრესმენები ჩაბუქის სასამართლო პროცესს 19 თებერვალს, 13:00 საათზე დაესწრებიან.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლოზე დასასწრებად საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

ამერიკელი კონგრესმენები ჩაბუქის სასამართლო პროცესს 19 თებერვალს, 13:00 საათზე დაესწრებიან.

გიულენთან კავშირისთვის საქართველოში დაკავებულ ჩაბუქს პატიმრობის ვადა გაუგრძელეს

კონგრესმენები საქართველოში  ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდებიან. ონგრესმენები პატრისიო რიბოლა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დები როდელა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დევიდ კილგური (ფედერალური მთავრობის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი) და ვენდი ტეილორი ("Global Youth Food Project"-ის აღმასრულებელი დირექტორი) შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ.

15 თებერვალს ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება. მან მოუწოდა სასამართლოსაც, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

სახალხო დამცველი ჩაბუქთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

ჩაბუქის ექსტრადიციაზე 6 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო 19 თებერვლამდე გადაიდო.