თბილისის ერთ-ერთ ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის ციხეში მძიმედ დაჭრილი პატიმრის ადვოკატები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი, რომელიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა, ყელგამოჭრილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დოდო გუგეშაშვილი: თავდამსხმელი დაქირავებული მკვლელია

პატიმარი გადარჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა") აღიძრა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას 3 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

დაზარალებულის ადვოკატები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ, რამდენადაც ამ დრომდე არ არის ნაპოვნი იარაღი, რომლითაც მას შეეძლო თვითდაზიანება მიეყენებინა.

მსჯავრდებულის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს.