ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის დახურვას აპროტესტებენ

საბავშვო ბაღის შენობა დაყადაღებულია და შენობა უახლოეს დღეებში უნდა გათავისუფლდეს.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ადგილობრივი მოსახლეობა საბავშვო ბაღის დახურვას აპროტესტებს, რომელშიც 30-მდე აღსაზრდელი სწავლობს.

ოზურგეთში საბავშვო ბაღები დროებით დაიკეტა

შენობა, სადაც საბავშვო ბაღია განთავსებული, დაყადაღებულია და ეს შენობა უახლოეს დღეებში უნდა გათავისუფლდეს.

აქციის მონაწილეებს ხობის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი შეხვდა.

როგორც ელისო კვიკვინიამ „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, აღნიშნული შენობა არ აკმაყოფილებს პირობებს. 

მან განმარტა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატიულ შენობას დაიქირავებს ან აღსაზრდელებს ახლომდებარე სოფლის ბაღში გადაიყვანენ.