პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა თბილისში დააკავა

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკისას მობილური ტელეფონი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  21 წლის ახალგაზრდა ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი გორში გუშინ მოხდა.

ყაჩაღობა ფოთში - შეიარაღებული ნიღბიანები ბენზინგასამართ სადგურში შეიჭრნენ

გამოძიებით დადგინდა, რომ ბოროტმოქმედი სტალინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა, იარაღის მუქარით თანხა და მობილური ტელეფონი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკისას მობილური ტელეფონი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით") და ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.