გორში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს

შეიარაღებული თავდასხმის დროს მაღაზიაში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. გორში სტალინის ქუჩაზე დღეს სასურსათო მაღაზია „ბუმი" დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა შეიარაღებულმა დამნაშავემ სალაროდან თანხა გაიტაცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო დღეების სტატისტიკა: ქურდობის ბრალდებით 8 პირია დაკავებული
 

ტელეკომპანიის ცნობით, შეიარაღებული თავდასხმის დროს მაღაზიაში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. 

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“) და ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.