თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე მყოფი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მესაკუთრე 100 ლარით დაჯარიმდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
„ჯარიმის გადახდის დაყოვნების შემთხვევაში მეპატრონეს დამატებით 50 ლარი ექნება გადასახდელი. თუ მესაკუთრე 5 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, პირუტყვი გაიყიდება“, — თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ ჭეჟიამ.
პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანაზე პასუხისმგებელია „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“.
ზუგდიდის ცენტრში, მათ შორის დადიანების სასახლის ეზოში სხვადასხვა პირუტყვი ხშირად შედის.