თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 31 პირი დააკავეს

დაკავებულები ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სტამბოლში კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 31 წევრი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.

თურქეთში 64 კურსანტსა და პედაგოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა უბანში მდებარე ექვს საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu აღნიშნავს, დაპატიმრებული ექსტრემისტები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.