თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ოზურგეთის რვავე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, რადგან ცენტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ოზურგეთის რაიონის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის, ავთო მექვაბიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამავე მიზეზით დაიკეტა კიდევ ოზურგეთის რაიონის 29 საბავშვო ბაღიდან ექვსი.
„სასწავლო პროცესი 7 თებერვალს აღდგება — მაშინვე, როგორც კი სარემონტო სამუშაოები დასრულდება", — განაცხადა მექვაბიშვილმა.
ამ საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზე მუშაობს.