საქართველოში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს

ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა 2 000 000 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება — გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე დააკავეს

როგორც საგამოძიებო სამსახურში „Sputnik საქართველოს" განუცხადეს, ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა 2 000 000 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას და ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.