აქცია თბილისში - მენაშენეები სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებენ

ოთხი კორპუსი ოჯახებს 2017 წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა მშენებლობა ისევ საწყისს ეტაპზეა.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მშენებარე კომპლექსთან მენაშენეებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

კახა კალაძე: დათმობა არ იქნება, როცა საქმე პატარებს და მშენებლობას ეხება

აქციის მონაწილეების უკმაყოფილება ამავე მისამართზე მიმდინარე მშენებლობაში არსებულმა დარღვევებმა და სამუშაოების შეჩერებამ გამოიწვია.

მოქალაქეების თქმით, ოთხი კორპუსი ოჯახებს 2017 წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა მშენებლობა ისევ საწყისს ეტაპზეა.

1000-მდე ოჯახი კომპანია „სვეტის” წარმომადგენლებისგან პასუხის გაცემას, ხოლო მერიის შესაბამის სამსახურებისგან სიტუაციით დაინტერესებას ითხოვს. თავად კომპანია „სვეტის” წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.